დედა ენის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის I(3) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ლელა ყოლბაიას ორგანიზატორობით, ლამაზი ღონისძიება ჩაატარეს.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ლექსები, ნაწყვეტები სხვადასხვა ნაწარმოებებიდან.
მათ ასევე შეასრულეს სიმღერები, გამოჭრეს ფერადი ფურცლებისგან ყვავილები და მოაწყვეს გამოფენა, ღონისძიების დასასრულს კი ფერადი ცარცებით მოხატეს სკოლის შესასვლელი.
იხილეთ ფოტოები