მარტვილის მუნიციპალიტეტის, დოშაყეს საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „9 აპრილი - ტრაგედიიდან დამოუკიდებლობამდე“ ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებები საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარ ერთ თარიღში გაერთიანებულ ორ მნიშვნელოვან მოვლენაზე - 9 აპრილის ტრაგედიასა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე. ასევე, წაიკითხეს ამ დღისადმი მიძღვნილი ლექსები. მოგვიანებით კი სკოლის აღსაზრდელებმა ყვავილებით შეამკეს 9 აპრილს დაღუპული საქართველოს ეროვნული გმირის, აზა ადამიას მემორიალი და საფლავი.
იხილეთ ფოტოები