ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას ღონისძიება მიუძღვნეს
18-04-2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ომარ ასლანიძის სახელობის ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას ღონისძიება - „კიდევ ერთი 9 აპრილი“ მიუძღვნეს.

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 9 აპრილის მოვლენები და ტრაგედიის დროს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

ღონისძიებას პედაგოგი მანანა მუშამბაძე ხელმძღვანელობდა. 

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203