წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გუმბრინის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიება კლასის ხელმძღვანელმა, ლია მიშვიძემ მოამზადა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ისაუბრეს ქართულ დამწერლობაზე და გააცოცხლეს დედა ენის გმირები.
პატარებმა დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურეს. პატარებსა და დამსწრე საზოგადოებას ეს დღე სკოლის დირექტორმა ქეთევან როყუამ მიულოცა.
დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები