მიმდინარე წლის 18 აპრილს შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დაბა შუახევის საჯარო სკოლაში ჩატარდა მუნიციპალური საგნობრივი კონკურსის მეორე დასკვნითი ტური ისტორიაში.
კონკურსი ჩატარდა ორ ასაკობრივ კატეგორიაში IX-X და XI-XII კლასების მოსწავლეებისათვის.
კონკურსების პირველი
ტური ჩატარდა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც შეირჩა
ყველაზე მაღალი
ქულის მქონე
თითო მოსწავლე;
IX-X
კლასების კატეგორიაში კონკურსის მეორე
ტურში მონაწილეობდა 26 მოსწავლე, ხოლო XI-XII კლასების კატეგორიაში - 18 მოსწავლე;
I, II, III ადგილზე
გასული მოსწავლეები
დაჯილდოვდებიან სიგელებით
და ფასიანი
საჩუქრებით, კერძოდ
პირველი ადგილის
მფლობელი მოსწავლეები
დაახლოებით 100 ლარიანი,
მეორეზე - 80 ლარიანი
და მესამეზე
- 60 ლარიანი
წიგნების ვაუჩერით.
პირველი ადგილის
მფლობელები ასევე
დაჯილდოვდებიან - კონკურსში
გამარჯვებული მოსწავლის
საპატიო დიპლომით.
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება რამდენიმე დღეში.
იხილეთ ფოტოები: