ბარდნალის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე ღონისძიებით - ,,ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!“ აღნიშნეს
18-04-2019

ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე ღონისძიებით - ,,ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!“ აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ამსახველი ფილმი ნახეს, ლექსები წაიკითხეს, გაიმართა კალიგრაფთა კონკურსი, გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

სკოლის დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა ამ დღის მნიშვნელობაზე, მშობლიური ენის სიწმინდის დაცვაზე,  გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა და ღონისძიების ორგანიზატორს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნათია ხაბულიანს, დაწყებითი კლასების პედაგოგებსა და ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203