გორის N10 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს აღნიშნავენ. ამჯერად სკოლაში დედა ენის დღე. ღონისძიების ფარგლებში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი „ვინ უკეთ იცის ქართული ენა“ გაიმართა.
დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები