პირველი მაისის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „მადლობა თავისუფლებისთვის“ გაიმართა
18-04-2019

ქედის მუნიციპალიტეტის, პირველი მაისის საჯარო სკოლაში ღონისძიება  - „მადლობა თავისუფლებისთვის“ გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაზე დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა მონტაჟი წარმოადგინეს და 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ბიოგრაფიები მიმოიხილეს. 

მოსწავლეთა ფოლკლორულმა გუნდმა დაღუპულებს მიუძღვნეს სიმღერები - „სალაღობო“, „აფხაზი ვარ“, „ლალე“ და ა.შ. 

ღონისძიებას მზია ქადიძე და მელანო შავლიძე ხელმძღვანელობდნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203