დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის არხილოს კალოს საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლიკა ბუჩუკური ბრინჯაოს პრიზით დაჯილდოვდა.
სკოლის ინფორმაციით, ლიკა ბუჩუკური მონაწილეობდა შემოქმედებითი ხელოვნების მესამე RIAF ფესტივალში და ბრინჯაოს პრიზით დაჯილდოვდა.
„მისი ნახატი გაემგზავრება შემოქმედებითი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე RIAF 6, რომელიც ჩატარდება ქალაქ სეულში. ვულოცავთ ლიკას ამ ჯილდოს. ნიჭიერ მხატვარს ვუსურვებთ წარმატებებს! გვჯერა, რომ ის თავისი შემოქმედებით არაერთხელ ასახელებს სკოლას და სოფელს", - აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები: