ხარებას საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ განხორციელდა
18-04-2019

წალკის მუნიციპალიტეტი ხარებას საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ განხორციელდა.

პროექტს ხელმძღვანელობდა ხარებას სკოლის ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებელი მაგული აბულაძე და აქტიურად იყვნენ ჩართული XI-XII კლასი.

მოსწავლეები  ბედიანის ბავშვთა სახლს ეწვივნენ. პროექტის მიზანი იყო მეგობრობის, სითბოსა და სიყვარულის გაზიარება, ზრუნვა ერთმანეთზე და ყურადღება.

მოსწავლეებმა ბენეფიციარებს საჩუქრები და საკვები გადასცეს. ბავშვებმა გაიცნეს და დაუმეგობრდნენ ერთმანეთს, მიზანმა გაამართლა, კმაყოფილები და ემოციებით სავსე დაბრუნდნენ ბავშვები. სკოლის ადმინისტრაცია  მასწავლებელ მაგული აბულაძეს  მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203