გორის მუნიციპალიტეტის ხურვალეთის საჯარო სკოლაში სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა.
ღონისძიებაში VIII, IX და XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მარინე ქერდიყოშვილის დახმარებით თემატური პოსტერები შექმნეს და სხვადასხვა შემოქმედის სიყვარულზე დაწერილი ლექსი და გამოთქმა წარუდგინეს აუდიტორიას.
საღამოს სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც სკოლის დირექციასთან ერთად მონაწილეებს სასიამოვნო საღამოს მოწყობისათვის მადლობა გადაუხადეს.
იხილეთ ფოტოები