დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 საჯარო სკოლაში ინტეგრირებული სასწავლო პროექტი - ,,ჩემი მისამართია ევროპა“ გახორციელდა.
პროექტს ხელმძღვანელობდნენ - ინგლისური ენის პედაგოგი- ქეთევან გოგალაძე და გეოგრაფიის პედაგოგი-ქეთევან გელაშვილი.
პროექტში მე-7, მე-9/ბ და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი იყო შემეცნებითი ხასიათის, მიზნად ისახავდა მოსწავლეების მიერ ცოდნის შეძენას ევროკავშირთან დაკავშირებული თემების შესახებ, მის გაღრმავებას და ამ გამოცდილების სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის გაზიარებას.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მასწავლებლების დახმარებით შექმნეს საგანმანათლებლო ბლოგი, რომლის მისამართია https://ouraddressiseurope.blogspot.com/.
„აღნიშნული პროექტით ჩავერთეთ ნატო ევროკავშირის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონურსში „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები