ვარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღე იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში აღნიშნეს
18-04-2019

დედა ენის დღე ტრადიციულად სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში აღინიშნა.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ გორის მუნიციპალიტეტის  კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ აქტივობებში:  სკვერის ტერიტორიაზე  მოხატეს ასოები, მონაწილეობა მიიღეს „ასოთწყობის" თამაშშიც.

მათ ასევე მონაწილება მიიღეს საპატრიარქოს ჩოხოსნების გორის სადროშოს საზოგადოების მიერ ორგანიზებულ გამწვანების აქციაში და საზოგადოების წევრებთან ერთად იაკობის სახლ-მუზეუმის ეზოში დარგეს წიწვოვანი მცენარეების ნერგები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203