ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეების ინიციატივით, პრეზენტაცია თემაზე - „ვიყოთ ჯანმრთელნი“ ჩატარდა. ხელმძღვანელი ამავე სკოლის მასწავლებელი ანზორ მიქელაძე გახლდათ.
პრეზენტაციაში აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი თამუნა ზოიძე, ნათია ქოქოლაძე და თამუნა თურმანიძე. პრეზენტაციის მთავარი მიზანი იყო, რომ მეტი ყურადღება დაეთმოს ჯანმრთელობას.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის პრეზენტაციის ჩატარებისათვის და უსურვებს მომავალ წარმატებებს.
იხილეთ ფოტოები