აბაშის მუნიციპალიტეტის, ნოღოხაშის საჯარო სკოლაში დედა ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, დედა ენის სადიდებელი ლექსები წაიკითხეს და ენის სიწმინდის დაცვის მნიშვნელობა აღნიშნეს.
„მათ კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მშობლიური ენის ისტორია და არსებობა ქვეყნისთვის. მეორე კლასის მოსწავლეებმა და მეოთხეკლასელებმა მხატვრულად წაკითხეს დედა ენაზე დაწერილი ლექსები და ბრძნული გამონათქვამები.
მესამეკლასელებმა კომპოზიცია წარმოადგინეს და ირმა სოხაძის სიმღერის - ,,ჩემი წიგნი“
თანხლებით ქართული ენის სამაყო ისტორია გადმოსცეს, ისაუბრეს ენის დანიშნულებაზე და ფუნქციაზე. ღონისძიებაზე შესრულებული იქნა მანანა იმედაძის სიმღერა - ,,ჰიმნი დედაენას“ .
ნოღოხაშის სკოლის აღსაზრდელება იციან, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მშობლიურ ენას ,,დედა ენის“ ძეგლი დაუდგა. მათ აღნიშნეს რომ ღირსეულად დაიცავენ მშობლიური ენის სიწმინდეს. სიმღერების შესრულების დროს მოსწავლეებს აკომპანირებას უწევდა ნოღოხაშის სკოლის მუსიკის პედაგოგი ნათელა მიგინეიშვილი“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.