შუახევის მუნიციპალიტეტის წყაროთის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები აღნიშნეს.
ღონისძიება ხელოვნების წრის ხელმძღვანელის, მირზა სათმანიძის ორგანიზებით გაიმართა.
„წრის ხელმძღვანელმა შემოქმედებითი, საგანმანათლებლო ღონისძიება წარმოგვიდგინა. მან ლექსებთან ერთად სცენაზე გააცოცხლა პატარების საყვარელი „წითელქუდა“ და ნოდარ დუმბაძის „კუკარაჩა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები