თიანეთის მუნიციპლიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლაში ღონისძიება სახელწოდებით „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“ გაიმართა.
„ტრაგედიიდან 30 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ რუსთაველის მოედანზე სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის გმირულად დაღუპული ქართველი გმირები“ - აღნიშნეს სკოლაში.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები