წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, მიქავას თემის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ენა, დედაა ერისა“ გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პირველი კლასის მოსწავლეებმა ლამაზი ღონისძიება დედა ენის დღეს მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა ქართული ენის სადიდებელი ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს. სკოლის აღსაზრდელებმა ასევე გააცოცხლეს დიდი იაკობის ცხოვრება და შემოქმედება.
იხილეთ ფოტოები