ხაშურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე გაცვლითი პროგრამით აშშ-ში გააგრძელებს სწავლას
ხაშურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე 2019 წელს შეირჩა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის მიერ და მომავალ სასწავლო წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს სწავლას.
მოკლედ ნიკა ბარბაქაძის ბოლოდროინდელი წარმატებების შესახებ:
- წარჩინებით დაამთავრა საბაზო საფეხური და 2018 წელს სახელმწიფოსგან საჩუქრად მიიღო პერსონალური კომპიუტერი.
- 2017-2018 წლებში იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთ თვითმმართველობის კლუბის თავმჯდომარე.
- 2016 წლიდან არის ხაშურის N1 სკოლის „ეკო-კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.
- სხვადასხვა დროს მონაწილეობდა ხაშურის საკვირაო სკოლაში, ორგანიზაცია ბილიკისა და ფონდი „ღია საზოგადოება“-ის პროგრამაში „ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“.
- მისი შექმნილი გამოწვევა „შეცვალე შენით“ 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე მიმდინარეობს, რომელშიც დღეის მონაცემებით 25-მდე სკოლაა ჩართული. გამოწვევა გულისხმობს მოსწავლეების მიერ სკოლის გამოუყენებელი ტერიტორიის კეთილმოწყობას, მეორადი საგნების გამოყენებით, ყოველგვარი ფინანსების გარეშე.
- არის პროგრამა WMTRII-ის პროექტ „ეკო-ბანაკი“-სა და „ახალგაზრდული სამიტის“, ანაკლიის მომავლის ბანაკის და ქართული ვიკიპედიის „ვიკი-ბანაკი“-ის კურსდამთავრებული.
- არის ქართული ვიკიპედიის UserGroup-ის წევრი და სტატიების ავტორი.
- აინტერესებს ვებ-პროგრამირების სფერო. აირჩა და წარმატებით დაასრულა 2018წლის “Geolab”-ის და „საქართველოს ინოვაციების ცენტრი (GITA)“-ს „Front-End Development“ კურსი.
- უყვარს პოეზია და 2017 წელს გაიმარჯვა ჟურნალ „განთიადის“ პოეზიის კონკურსში.