შუახევის მუნიციპალიტეტის, ცინარეთის საჯარო სკოლაში, დედა ენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება - „ო, ენავ ჩემო ,დედაო ენავ!“ გაიმართა.
სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს და სიმღერები და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. ღონისძიებაში მოსწავლეებთან ერთად უჩამბის კულტურის სახლის ფოლკორული ჯგუფები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე , სოფლის ღირსეული მკვიდრი პროფესორი შალვა ბახტაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ცინარეთის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი უღრმეს მადლობას უხდის ღონისძიების მონაწილეებს და მობრძანებულ სტუმრებს.
იხილეთ ფოტოები