ტობანიერის საჯარო სკოლაში „დედა ენის“ დღისადმი კვირეული გრძელდება
19-04-2019

ვანის რაიონის ტობანიერის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების კვირეული გრძელდება.


ამჟამად მე-2 კლასელებმა წარმოადგინეს ღონისძიება. ბავშვები სათუთად ეფერებოდნენ მშობლიურ ანბანს ლექსებით, მხატვრული ჩანახატებითა და სიმღერებით.

ღონისძიება დამრიგებელმა ვიოლა ბუბუტეიშვილის ორგანმიზებით ჩატარდა.

დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო.


ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203