თერჯოლის მუნიციპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დედი დღე აღნიშნეს.
V-VI კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება „დედა სიცოცხლის საწყისი“ ჩაატარეს.
„ღონისძიებისთვის საზეიმოდ მოვაწყეთ საკლასო ოთახი. მოსწავლეებმა მოიტანეს ყვავილები: ია-ია, ფურუსულა, ნარცისები, ატმის ტოტები და სხვა. მათ წარმოადგინეს მხატვრული კომპოზიციები. ისინი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ლექსებსა და სიმღერებში, რომლებიც გაზაფხულს, დედას ეძღვნებოდა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა დედებსა და მასწავლებლებს ყვავილები დაურიგეს.
იხილეთ ფოტოები