ჭიათურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა კონფერენცია - „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“ გამართა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქართული ენის პედაგოგები და მოსწავლეები, მათ შორის გეზრულის საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი როლანდ ხოჯანაშვილი და მე-7 კლასის მოსწავლე ხატია ხოჯანაშვილი.
ხატია ხოჯანაშვილმა ჟიურის წინაშე თავის საკონფერენციო თემა წარადგინა, რომელმაც III საპრიზო ადგილი დაიმსახურა.
გეზრულის საჯარო სკოლის დირექტორმა ხატიას მადლობა გადაუხადა და საპრიზო ადგილი დაკავებისთვის საჩუქრად წიგნი გადასცა და მომავალი წარმატებები უსურვა.
იხილეთ ფოტოები