შუხუთის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს
19-04-2019

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შუხუთის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს. საბაზო და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, სხვადასხვა აქტივობებით გამოხატეს განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართული ენის მნიშვნელობისადმი

„დედა ენა - ყოველი ჩვენთაგანის პირველი წიგნია. იგი ერთ - ერთი რჩეული საგანძურია ქართველი ერისთვის. დედა ენის არსებობა - ერის არსებობას ნიშნავს, ენის სიცოცხლე - ერის სიცოცხლეს. „უდედაენოდ გონების გახსნა ბავშვისა ყოვლად შეუძლებელია“ - წერდა დიდი ილია“,-ნათქვამია შუხუთის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203