დუშეთის მუნიციპალიტეტის, გუდრუხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაწყებითი კლასების პედაგოგს მარიამ ხუცურაულს 70 წლის იუბილე მიულოცეს.
მარიამ ხუცურაული წარმატებული მასწავლებელია, იგი მოსწავლეებს განსაკუთრებულად უყვართ და პატივს სცემენ.
პედაგოგისთვის აღსაზრდელების მილოცვა სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა.