მუხრანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ კონკურსში „ჩვენი კალიგრაფი - 2019“ მეორე ადგილი დაიკავა
19-04-2019
მცხეთის მუნიციპალიტეტის, მუხრანის N1 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლემ ია ოქრუაშვილმა კონკურსში „ჩვენი კალიგრაფი - 2019“ მეორე ადგილი დაიკავა. 

კონკურსი  „ჩვენი კალიგრაფი - 2019“ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ინიციატივით, ქართული დამწერლობის და კალიგრაფიის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით, პირველად მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 8-10 აპრილს ჩატარდა.

კონკურსის მიზანი იყო ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვარის, ქართული დამწერლობის და კალიგრაფიის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ხელით წერის კულტურის განვითარება და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.

კონკურსში მონაწილე  მუხრანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრებიდან ჟიურიმ დასკვნით ეტაპზე წარადგინა  ს. ალექსიძის, რ. ეგიაშვილის, ე. ვარძიაშვილის, ნ. ჩიტიშვილის და ი. ოქრუაშვილის ნაშრომები. 

საპრიზო ადგილის მფლობელთა და ნომინაციაში გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება 2019 წლის 14 აპრილს გაიმართა.

ია ოქრუაშვილს საპატიო დიპლომი და ხალიდ ჰოსეინის წიგნი „ფრანით მორბენალი“ გადაეცა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203