წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა და მათმა ხელმძღვანელმა, ხათუნა ქუთათელაძემ, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიება „მამული, ენა, სარწმუნოება“ გამართეს.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ცნობილი გამონათქვამები ქართულ ენაზე, ლექსები, იმღერეს და იცეკვეს.
ღონისძიების ბოლოს მასწავლებლებსა და მშობლებს, პირველკლასელებმა დაურიგეს ლექსები წასაკითხად.
„ჩვენ ყველა ქართულ ლექსებს ვკითხულობდით. მადლობა ქალბატონ ხათუნას და მის მოსიყვარულე,ნიჭიერ და ხალისიან მოსწავლეებს“ - აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები