ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დედა ენის დღეს ლამაზი საღამო მიუძღვნეს
19-04-2019

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა დედა ენის დღეს ლამაზი საღამო მიუძღვნეს. დამრიგებელი ლელა ხელაძე გახლავთ.

„დედამიწაზე არცერთ ერს არ მიუძღვნია იმდენი ლექსი, ხატოვანი გამონათქვამი და თბილი სიტყვა საკუთარი ენისთვის, რამდენიც ქართველ ერს.

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ენასა და ანბანს ძეგლი დაუდგეს, სადაც მშობლიური ენა საოცარი, ზღაპრული, უტკბილესი და მართლა ღვთაებრივი სიტყვით გამოითქმის - დედა ენა.

„და რაკი დედა ჰქვია, მახსოვრობა აღარ სჭირდება, თუ კაცი ხარ და არა პირუტყვი, ენა დედაა შენი და მუდამ უნდა გახსოვდეს, უნდა უკვდავყო იგი; როგორც შეგიძლია და რითაც შეგიძლია“ ( ნ. დუმბაძე)

დედა ენა ჩვენი ქართველობისა და თავისუფლების სიმბოლოა, დედა ენა, რომლისადმი პატივისცემა და სიყვარული ბავშვობიდანვე უნდა შეითვისო.

დედა ენის დღეს გილოცავთ, ქართველებო!“-ნათქვამია ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203