წეროვნის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღეს ღონისძიება - „ო, ენავ ჩემო“ მიუძღვნეს
19-04-2019
მცხეთის მუნიციპალიტეტის, წეროვნის N3 საჯარო სკოლის მე-7(2) კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნათელა ჯაოშვილის ხელმძღვანელობით, დედა ენის დღეს ღონისძიება - „ო, ენავ ჩემო“ მიუძღვნეს. 

ღონისძიებას პედაგოგები, მშობლები და უფროსკლასელები ესწრებოდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პოეზიის ენით ამეტყველებული მშობლიური ენის სიყვარული მოსწავლეებმა მსმენელამდე საკმაოდ ემოციურად მიიტანეს. 

საღამო მუსიკალურად მუსიკის პედაგოგმა მაია ქურთაულმა გააფორმა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203