თბილისის N94 საჯარო სკოლის ქართული ენის სიწმინდის დაცვის კლუბმა „ლაზარემ“ დედა ენის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში აქცია - „არა ბარბარიზმებს!“ ჩაატარა. კლუბ „ლაზარეს“ ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ზაირა გამყრელიძე გახლავთ.
აქცია დილიდანვე დაიწყო: კლუბის წევრებმა სკოლის შენობაში შემოსულ დირექციის წევრებს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს მიულოცეს დედა ენის დღე და გადასცეს ენის სიწმინდის დაცვის ბუკლეტები.
ამის შემდეგ კლუბის წევრებმა ჩამოიარეს საკლასო ოთახები, ნახეს და გადაიღეს ენის სიწმინდის დაცვის ბიულეტენები, აგრეთვე აქციის ამსახველი სხვა ფოტო/ვიდეომასალა.
გაკვეთილების დამთავრების შემდეგ კლუბის წევრები ხელმძღვანელთან ერთად გავიდნენ დასახლებაში, მოსახლეობას მიულოცეს დედა ენის დღე და გადასცეს ბუკლეტები.
იხილეთ ფოტოები