წალკის მუნიციპალიტეტის სამების საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა ნაირა დევდარიანმა მე-7 კლასში პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილის თემა იყო „წყალი და ადამიანი“.
გაკვეთილი ისტ-ის გამოყენებით ჩატარდა და დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და დააფიქსირეს საკუთარი ხედვა წყლის დაცვასთან დაკავშირებით.
შეფასების ჯგუფმა ჩატარებული გაკვეთილი უმაღლეს დონეზე შეაფასა.
იხილეთ ფოტოები