ვალეს N4 საჯარო სკოლაში კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი სისხლიანი მოვლენები.
მოსწავლეებმა მოამზადეს და გააკეთეს პრეზენტაცია ამ თემაზე, მიუძღვნეს ლექსები დაღუპულთა ხსოვნას. ასევე, IX კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთი „9 აპრილი - საქართველოს ტკივილი“.
„ღონისძიება დასრულდა იმ იმედით, რომ აღარასოდეს განმეორდება დაღვრილი სისხლი“ - აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები