გელათის საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრში დაიწყო შეჯიბრების ციკლი „რა?სად?როდის?“.
ამ ჯერზე ინტელექტუალურ თამაშში მე-5, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
თამაშში სულ 5 გუნდი მონაწილეობს, რომლებშიც მოსწავლეები შერჩევითი მეთოდით გადანაწილდნენ.
შეხვედრების ციკლის თემებია: ქართული ენა და ლიტერატურა, მსოფლიო ლიტერატურა, საქართველოს და მსოფლიო ისტორია, გეოგრაფია, კინო, მუსიკა, ხელოვნება, ბიოლოგია, არქიტექტურა და ა.შ.
თამაშების ციკლს პედაგოგი ელისო მაწკეპლაძე ხელმძღვანელობს.
იხილეთ ფოტოები