სიმონიანთხევის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „სითბოსა და სიყვარულის 47-ე ქრომოსომი“ გაიმართა
19-04-2019

თიანეთის მუნიციპალიტეტის სიმონიანთხევის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ღონისძიებით „სითბოსა და სიყვარულის 47-ე ქრომოსომი“ აღნიშნეს.

X-XII კლასების მოსწავლეებმა ჩაატარეს აღნიშნულს თემაზე კლასის საათი. ღონისძიება ბიოლოგია-ქიმიის მასწავლებლის, ზინაიდა ბეინაშვილის აქტიური მონაწილეობით წარიმართა.

მოსწავლეებმა აღნიშნული ღონისძიებისათვის შექმნეს სპეციალური კუთხე შესაბამისი სურათებითა და პლაკატებით, რომელიც „მზის შვილებს“ მიეძღვნათ. ღონისძიების დასაწყისში ერთმანეთს გააცნეს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული წიგნებისა და ინტრნეტის საშუალებით მოძიებული საინტერესო მასალები.

მოსწავლეებმა პირველ რიგში გაიგეს, რომ დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა, რომელიც არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები; დაუნი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას დამაკნინებელ სიტყვად, ვინაიდან ჯონ დაუნი გახლდათ ინგლისელი ექიმი და მეცნიერი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი; რომ 21 მარტი შემთხვევით არ არის შერჩეული დაუნის სინდრომის დღედ, ვინაიდან დაუნის სინდრომი ეწოდა მდგომარეობას, როდესაც ჩვეულებრივ, 46 ქრომოსომის ნაცვლად გვხვდება 47 ქრომოსომი 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება, შესაბამისად, რიცხვი - 21 შერჩეულია 21-ე ქრომოსომის სიმბოლოდ, ხოლო წელიწადის მე-3 თვე, მარტი-ტრისომიული მოვლენის; არც ჭრელი წინდებია სინდრომის შემთხვევითი სიმბოლო - წინდა ქრომოსომის ფორმას მოვაგონებს.

მთელ მსოფლიოში სიმბოლურად ადამიანები ზოლიან წინდებს იცვამენ. ამ აქციით ისინი გამოხატავენ სოლიდარობას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ; დაუნის სინდრომით ყოველი 800-დან ერთი ბავშვი იბადება; დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შეიძლება ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს; მზის შვილები კი იმიტომ ეწოდებათ, რომ ამ სინდრომის მქონე ადამიანებმა არ იციან რა არის, ბოროტება, სიძულვილი და შური, ისინი მზესავით მხოლოდ და მხოლოდ სიკეთეს, სითბოსა და სიყვარულს ასხივენებენ და ჩვენს ირგვრივ სამყაროს გვილამაზებენ, გვასწავლაინ ბევრ რამეს. ისაუბრეს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ცხოვრებაზე, ცნობად სახეებზე, მათ სოციუმში ინტეგრაციაზე და სხვა.

ინფორმაციების წარდგენის შემდგომ ბილოგიის-ქიმიის მასწავლებელს დაუსვეს კითხვები აღნიშნულ ბიოლოგიურ მოვლენასთან დაკავშირებით, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

ღონისძიების ბოლოს კი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ სოლიდარობის ნიშნად „მზის შვილების“ კუთხის პლაკატზე ფერადი ანაბეჭდები გააკეთეს, სკოლის ეზოში კი მზის გამოსახულებები გააცოხლეს სიკეთის საერთაშორისო დღის ნიშნად, ნიშნად იმისა, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ამ სამყაროს ანგელოზები არიან, რომ მათ ვუყვარვართ ერთით მეტჯერ, ვიდრე ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, რომ ვუყვარვართ ძალიან და უანგაროდ. X-XII კლასების დამრიგებელი ეკა ქაშიაშვილი“,-ნათქვამია სიმონიანთხევის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203