ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო-შემეცნებითი პროექტი „გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევი“ განახორციელეს
19-04-2019

ცაგერის მუნიციპალიტეტის ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ოქტომბრის თვიდან მუშაობდნენ სასწავლო-შემეცნებით პროექტზე „გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევი“.

„პრეზენტაციის დროს მოსწავლეებმა და პროექტის ხელმძღვანელმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მადონა მახარობლიძემ ვირტუალურად გვამოგზაურეს ისტორიულ სამხრეთ-საქართველოში.

დღეს კი პროექტის მონაწილეები ტაო-კლარჯეთში გაემგზავრნენ.

მშვიდობით გევლოთ, ჩვენო საუკეთესო ბავშვებო, დიდი წმინდანის ნაკვალევზე“,-ნათქვამია ლაჯანის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203