ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლაგოდეხის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოინახულეს
19-04-2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ვარდისუბნის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, მშობლებმა და კლასის დამრიგებელმა ლილი კუპატაძემ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოინახულეს და მოილოცეს. 

სკოლის აღსაზრდელები ჭაბუკიანის ივერის ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდნენ, სადაც განთავსებულია დედათა მონასტერი.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეკლესიის მსახურის დახმარებით მოსწავლეებმა მოისმინეს კომპლექსის მშენებლობის ისტორია, დაათვალიერეს ტერიტორიაზე არსებული ნაგებობები.

„მონასტერში გვისახსოვრეს სანთლები და წმინდანთა ცხოვრების შესახებ წიგნები, ასევე მოვილოცეთ მსხალგორის წმინდა ნიკოლოზის სახელობის და თელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები. დღის ბოლოს კოცონი დავანთეთ, ბავშვებმა ლექსები  წაიკითხეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203