ალათუმნის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა „9 აპრილი - მადლობა თავისუფლებისათვის“ ჩატარდა
19-04-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ალათუმნის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა „აპრილი - მადლობა თავისუფლებისათვის“ გაიმართა. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას. 

წელს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203