ახალციხის მუნიციპალიტეტის, დიდი პამაჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები ღონისძიებაში „ენა დედაა ერისა“ მონაწილეობდნენ.
ღონისძიება 14 აპრილს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა.
„მოსწავლეებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს ამ დღის აღნიშვნაში - წაიკითხეს ლექსები და უმღერეს ქართულ ანბანს. ღონისძიება მხიარულ და სასიამოვნო გარემოში წარიმართა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტო