ხანდოს საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა
19-04-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხანდოს საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში კალიგრაფიის კონკურსი და ვიქტორინა „ვიცი, მინდა ვიცოდე“ გაიმართა. 

ვიქტორინაში მონაწილეობდნენ  X-XI კლასის მოსწავლეები. მათ მოამზადეს პრეზენტაციები ქართული დამწერლობის სახეების შესახებ და გააცნეს დამსწრე საზოგადოებას.   

„ვიქტორინის პროგრამა მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. მოსწავლეებმა გამოავლინეს ქართული ენის ცოდნის დონე და სოციალური უნარები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

ჟიურიმ გამარჯვებულ გუნდად „თაიგული“ დაასახელა და მათ სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ, სხვა მონაწილეები კი სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203