დაბა კაზრეთის N2 სკოლაში ახალგაზრდული ''ეკო ჰაბი'' გაიხსნა
24-03-2017

დაბა კაზრეთში N2 სკოლაში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით, ახალგაზრდული „ეკო ჰაბი“ გაიხსნა. 

ცენტრის საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი, (CENN)-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია, ადგილობრივი რესურსცენტრის დირექტორი ია სვანაძე და სხვა მოწვეული სტუმრები. 

ცენტრი აღჭურვილია ყველა აუცილებელი ინვენტარითა და გარემოსდაცვითი თემატური ბიბლიოთეკით. (CENN)-ის ელექტრონული ქსელის მომხმარებლებს ყოველდღიური ინფორმაცია ექნებათ რეგიონში გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მიმდინარე თუ დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ „ეკო ჰაბი“ რიგით მეორე ცენტრია, რომელსაც (CENN) ახორციელებს რეგიონული პროექტის − „გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა სასარგებლო წიაღისეულის მართვის სექტორში კავკასიაში“ − ფარგლებში. 

პროექტი ხორციელდება გერმანული ფონდის Bread for the World-ის ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო საოფისე ფართის სარემონტო სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ უზრუნველყო. 

„ეკო ჰაბის“ არსებობა ხელს შეუწყობს დაბა კაზრეთისა და მეორე სკოლის მოსწავლეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, მათ ჩართვას გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრისა და სოფლად მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვის პროცესში

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203