სავანეთის საჯარო სკოლაში ფილოლოგებმა მოსწავლეებთან ერთად აღნიშნეს დედა ენის დღე
19-04-2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლაში ფილოლოგებმა -  ნანა ლონდარიშვილმა, მაია მელქაძემ, გულნაზი ასანიძემ მოსწავლეებთან (V-IX კლასები) ერთად აღნიშნეს დედა ენის დღე.

აზერბაიჯანელი მოსწავლეები მეტყველებდნენ ქართულად, დადგეს სცენარები, იმღერეს და წაიკითხეს ლექსები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები. სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ქართული, როგორც მეორე ენა, სახელმწიფო ენაა, რასაც კარგად ეუფლებიან, რაც ხელს შეუწყობს მათ მომავალში ცხოვრების ასპარეზზე გასვლაში.

„დედა ენა ერთია!

დედა ენა ღმერთია,

დედასავით ტკბილია,

დედასავით თბილია.“

ცოდნა სიმდიდრეა. მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრეა, რომ რაც ბევრს გაუნაწილებთ, შენ არა დაგაკლდება რა, თუ არ მოგემატება. ილიას თქმისა არ იყოს, ცოდნა სანთელივით ციმციმებს და ათას სანთელს გადაედება, ჩაუქრობელი ლამპარია“,-ნათქვამია სავანეთის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203