ახალციხის N4 საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების იდეა იყო - 1989 წლის 9 აპრილის როლი და გზა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.
ღონისძიებას ორგანიზება მე-9 კლასის მოსწავლეებმა და ისტორიის მასწავლებელმა გაუწიეს.
ღონისძიებაში ლენა თათევოსიანი და მანუკ ეღიკიანი მონაწილეობდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა ინტერნეტში ინფორმაცია მოიძიეს, მასალა დაამუშავეს, საპრეზენტაციოდ მოამზადეს და სკოლის მოსწავლეებს წარუდგინეს. მოსწავლეებმა ასევე 9 აპრილის ჰიმნი - „ტიტები“ მოისმინეს.
იხილეთ ფოტოები