მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფრეთის საჯარო სკოლის I კლასში სამოდელო გაკვეთილი (ინტეგრირებული) ჩატარდა. გაკვეთილის თემა წელიწადის დროები იყო.
მასწავლებელმა გამოიყენა მრავალფეროვანი რესურსები: თემატური პოსტერები, სიტყვის ბარათები და სხვადასხვა ვიზუალური მასალა. გაკვეთილის ბოლოს მიღწეულ იქნა შედეგები: მოსწავლეებმა შეძლეს და დაასახელეს ახალი ლექსიკური ერთეულები, გამოიყენეს მცირე ლექსში და გაივარჯიშეს ფონოლოგიური და მთლიანი სიტყვების წაკითხვის უნარები.
მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა გაკვეთილის ბოლო აქტივობა, რომლის თანახმად მოსწავლეებს უნდა დაეხატათ მათი საყვარელი სეზონი.
გაკვეთილი ჩატარდა საგანში - ქართული, როგორც მეორე ენა კონსულტან- მასწავლებელ თინა ბაწაშვილის მიერ და შეფასების ჯგუფის დადებითი შეფასებაც მოიპოვა.
იხილეთ ფოტოები