ახალციხის №5 სკოლის VIა კლასში დედის დღისადმი მიძღვნილი სასწავლო პროექტის -''დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო'' - პრეზენტაცია და დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
პრეზენტაციისას მოსწავლეებმა დამსწრეებს პროექტის ფარგლებში ერთი თვის მანძილზე განხორციელებული მრავალფეროვანი აქტივობების შედეგი წარუდგინეს: თავისუფალი თემები - ''წერილი დედას'', ამავე თემაზე შექმნილი ნახატები, ხუთი სიმღერა დედაზე, გაზაფხულზე, სლაიდშოუ, ელექტრონულად მომზადებული მისალოცი ბარათები დედებისა და მასწავლებლებისათვის. მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები თავისუფალი თემებიდან.
პროექტის ხელმძღვანელი VIა კლასის დამრიგებელი, მათემატიკის მასწავლებელი ნანა დათაშვილი იყო. პროექტში ჩართულები იყვნენ: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაყვალა ბექაური, მუსიკის პედაგოგი მარინა მჭედლიძე, ისტ-ის პედაგოგი ნაირა მელიქიშვილი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი მეგი გურგენიძე.
როგორც მასწავლებლები აღნიშნავენ, მოსწავლეებმა ყველა აქტივობით საოცრად ფაქიზი, თბილი, სათუთი და ამაღელვებელი დამოკიდებულება გამოხატეს დედებისადმი.
ღონისძიების ბოლოს დამრიგებელმა მოსწავლეებს სამახსოვრო ბარათები დაურიგა პროექტის დასკვნითი დავალებით. VIა კლასის მოსწავლეს - ავთანდილ ჯინიუზაშვილს გადაეცა 2016 წლის ''კინგსის'' შემოდგომის კონკურსის გამარჯვებულის დიპლომი (რეგიონის მასშტაბით მათემატიკაში).
პროექტის შესახებ დაწვრილებითი და დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბლოგზე -http://deda6a.blogspot.com/