ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებელმა თამრ ბერაიამ კარიერული წინსვლის ფარგლებში, გარე დაკვირვების ეტაპი წარმატებით გაიარა.
„დაუღალავი, ფუსფუსა, შემოქმედი და ხალისიანი თამუნა მასწავლებელი თავის მოსწავლეებთან ცოდნის გადაცემის ერთ-ერთ უპირატეს მხარედ სწავლას კეთებით ანიჭებს, რაც პრაქტიკული, საჭირო და გამოსადეგია. წარმატებებს ვისურვებთ თამუნა მასწავლებელს“,-ნათქვამია ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.