მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ონლაინ კურსის ფასილიტატორებს ვიდეოს სთავაზობს.
როგორც ცენტრი აცხადებს, „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“-ს ფარგლებში, შეიქმნა ვიდეო, ონლაინ კურსის ფასილიტატორებისათვის, რომლის მიზანია დაეხმაროს ონლაინ კურსის ფასილიტატორებს უკეთ გაიაზრონ ონლაინ სწავლების პრინციპები, რა შეცდომებს უშვებენ ონლაინ შემსწავლელები და როგორ უნდა დაეხმარონ მათ სწორად დაგეგმონ კურსზე მუშაობა, ქონდეთ უფრო მკაფიო და რეალისტური მოლოდინები.