ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში დედა ენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიება ქართული ენის მასწავლებლებმა - რამაზ გორგაძემ, ლია გოგოლაძემ და იადონა ზედგინიძემ მოამზადეს.
ღონისძიებაში I-IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
ღონისძიების დასაწყისში იადონა ზედგინიძე დამსწრე საზოგადოების წინაშე ქართული ენის ისტორიისა და მისი განვითარების სხვადსხვა ეტაპების შესახებ მინი-ლექციით წარსდგა.
მოსწავლეებმა ქართველი პოეტების დედა ენისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს.
ღონისძიების შემდეგ ეტაპზე დაწყებითი კლასის მოსწავლეები სახალისო შემეცნებით კონკურსებში - „საუკეთესო კალიგრაფია“, „დაკარგული ასოების მოძებნა“, „ნახატების ამოცნობა და სახელების მიწერა“ მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ქართული ანბანის ასოებით გაფორმებული საჰაერო ბუშტები გაუშვეს.
იხილეთ ფოტოები