გორის მუნიციპალიტეტის ბერბუკის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. ამჯერად სკოლაში დედა ენის დღე მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძიებით აღნიშნეს.
კერძოდ კი ბერბუკის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გამოიცა კედლის გაზეთი, გაიმართა ასფალტზე ხატვის კონკურსი და ჩატარდა პოეზიის საღამო.
დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები