თურქეთის ქალაქ ანტალიაში ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირი „გამარჯვების თასი“ გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა 12 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირის III საპრიზო ადგილი გორის მუნიციპალიტეტის შინდისის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ დავით ფაცინაშვილმა (65 კგ) დაიკავა.
შინდისის საჯარო სკოლა ულოცავს დავითს საპრიზო ადგილის დაკავებას და წარმატებებს უსურვებს.