ხონის N2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში ორგანიზებულ ბანაკში მონაწილეობდა
19-04-2019

ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე გოგონათა გუნდი საერთაშორისო კონკურსის - „ტექნოლოგიური გამოწვევა“ ფარგლებში ორგანიზებულ ბანაკში მონაწილეობდა. 

საერთაშორისო კონკურსის - „ტექნოლოგიური გამოწვევა“ ფარგლებში ორგანიზებული ბანაკი 12-14 აპრილს თბილისში გაიმართა და მასში საქართველოს ყველა რეგიონიდან გოგონების 17 გუნდი მონაწილეობდა. მათ შორის იყო ხონის N2 საჯარო სკოლის 11 მოსწავლე: ანა უგულავა, ანანო ბახტაძე, დეა კუჭავა, ნინი ჩხენკელი, ნინი ჩარგეიშვილი, მარიამ დარსაველია, ლიზი ბენიძე, მარიამ გიორბელიძე, ლიზი ბახტაძე, რუსუდან ცქიფურიშვილი, სოფიო ხაჭაპურიძე.

ჯგუფს ხელმძღვანელობდა - შენონ კრამერი.

საქართველოში პროგრამას ცოდნის კაფე მშვიდობის კორპუსის მოხალისეებთან ერთად ახორციელეს.პროგრამის ძირითადი პარტნიორია ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA.

ბანაკში 10-დან 18 წლამდე გოგოებს შესაძლებლობა ჰქონდათ განევითარებინათ ახალი უნარები კომპიუტერულ პროგრამირებასა (software programing) და ბიზნეს მოდელის დაგეგმვაში. ბანაკში 60 გოგონამ გაიუმჯობესა ტექნიკური და ინტერპესონალური უნარები, რომლებიც პირად და კარიერულ ცხოვრებაში დაეხმარებათ.

ბანაკში მონაწილეობის მისაღებად გოგონებმა 4 თვიანი სწავლება გაიარეს - კოდინგის, მარკეტინფის და მეწარმეობის მიმართულებით. ტექნოლოგიურ ბანაკში კი, განავითარეს თავიანთი ახალი მობილური აპლიკაციების პროტოტიპები და მათთან დაკავშირებულ ბიზნეს მოდელები.

ბანაკის შემდგომი ეტაპი იქნება - ე.წ. pitch event, სადაც 4 ჯუნიორ და 14 სენიორ გუნდი ჟიურის წარუდგენენ მათ მიერ შექმნილ მობილურ აპლიკაციებსა და ბიზნეს მოდელებს, რის შემდეგაც გამოვლენილი 4 ფინალისტი გუნდი მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის გუნდებს შეეჯიბრება და ტექნოლოგიური გამოწვევის კონკურსში საერთაშორისო პირველობისთვის იბრძოლებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203